სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19-ის 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით 169 პირი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 148 კოვიდპაციენტია მოთავსებული.
ამასთან, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში 177 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები