ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს შემდეგ სოფლებში: ქვიშარი, ჭრებალო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა, ღვიარა, ბოსტანა, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი, იწა.
ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროცესი  გრძელდება – ნიკორწმინდაში, თლუღში, ხოტევში, ჭელიაღელეში, აგარაში, ჩორჯოში, მეორე ტოლაში, ჭყვიშში, ხიმშში, გორსა და ახალსოფელში.
2017-2020 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.
,,საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში, გაგრძელდება გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, შედეგად კი 2023 წლის ბოლოს საქართველოს  მოსახლეობის უმრავლესობა და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულად, ბუნებრივი აირით ისარგებლებს”. – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები