აჭარაში კორონავირუსის 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ დღეებთან შედარებით შემცირებულია. რეგიონში კორონავირუსის 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ექიმების თქმით, გარდაცვლილებს კოვიდ-19-ით გამოწვეულ გართულებებთან ერთდ სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. მედიკოსებმა მათი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, დღეის მონაცემებით, აჭარაში 163 პაციენტი უკვე ბინაზე გაეწერა.
რეგიონში კორონავირუსზე 926 პირი მკურნალობს. აქედან 98 ხელოვნურ სუნთქვაზეა დამოკიდებული. 118-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 44 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები