ჭიათურის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჭიათურის მერს, გივი მოდებაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

“მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად იზოლაციაში ვიმყოფები, რეგულაციების სრული დაცვით. მუშაობას ვაგრძელებ-დისტანციურად.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას! გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს! იმედია, მალე დავამარცხებთ პანდემიას!”,- წერს მოდებაძე სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები