ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ნინელი ჭითანავა კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 30 წელზე მეტი მუშაობდა.

ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

ნინელი ჭითანავას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი მოსწავლეები და ახლობლებიც წერენ.

“ვიღაცისთვის ის ხვალ დილით მორიგი სტატისტიკა იქნება, ჩვენთვის მისი ახლობლებისთვის კი მეგობარი, სიცოცხლის მოყვარული, ერთგული ადამიანი, დიდთან – დიდი, პატარასთან – პატარა.
ჩემთვის 90 ისანების სიბნელეში ნათელი სხივი რომელიც გვიფერადებდა დღეებს და სულ ცდილობდა სამყაროს სიბნელე გაეფერედებინა.
მშვიდად განისვენეთ ნინელი მასწავლებელი”,-წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 397 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები