აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ხმაურის ფონზე მიიღო
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ხმაურის ფონზე მიიღო.
როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კანონის დაცვით იმუშავა და ოპოზიციის მხრიდან წაყენებული ბრალდებებს კი უსაფუძვლოს უწოდებს.
„მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მე ვერ შევალ პოლიტიკურ შეფასებებში, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა არც ერთი საჩივარი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და ვერ მოხდებოდა იმის განხილვა, რაც ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.