სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 33 პაციენტიდან ერთი სამცხე-ჯავახეთში გარდაიცვალა.

ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი“,- აცხადებს ხოჯევანიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები