გარეჯის უდაბნოში, საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტერის პროაქტიური კონსერვაციის პროცესი დაიწყო
მიუხედავად Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და სირთულეებისა, დაიწყო გარეჯის უდაბნოში, საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტერის პროაქტიური კონსერვაციის პროცესი. ნოემბრის თვეში დასრულდა კომპლექსის კვლევა-მონიტორინგის ბაზის და ძეგლზე ონლაინ დაკვირვების სენსორების ინსტალაცია, მოეწყო დროებითი ძალოვანი დგარები ძეგლის უსაფრთოების გასაზრდელად. ინფორმაცია ლოკალური მეტეო და კლიმატურ პირობების, ძეგლზე არსებულ ძირითად ნაპრალებზე მიმდინარე მოძრაობებზე, ასევე მიმდინარე ფოტო მონიტორინგის მასალა ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა. სამუშაოებს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კულტურული მეკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი, იტალიელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით.