102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა კლინიკა დატოვა
102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა კლინიკა დატოვა.ქუთაისის ინფექციური კლინიკის მედ-პერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტებᲘტ გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს. გალინა ბებო კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და მან კლინიკა დატოვა.
“102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 74კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც”, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძე.