თერჯოლაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა თერჯოლის საავადმყოფოში. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. 60-დან 80-წლამდე მამაკაცებს, სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად გულის პრობლემაც ქონდათ. მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეოთხე პაციენტი 92 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო შეყვანილი. ის კლინიკაში შეყვანიდან ნახევარ საათი დაიღუპა. მასაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები