აჭარაში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილებს შორისაა 45 და 32 წლის ასაკის პაციენტები. 45 წლის ქალს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადება – ეზენციური ჰიპერტენზია, ხოლო 32 წლის ქალი კი ინსულინდამოკიდებული იყო.

აჭარაში დღეის მონაცემებით 300-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები