კახეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-ეპიდვითარება რეგიონში

კახეთში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 1585-მდე გაიზარდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა -13, გურჯაანი -8 ,დედოფლისწყარო -20, თელავი -17, ლაგოდეხი -6, საგარეჯო-16, სიღნაღი -9 და ყვარელი -12.

ამ ეტაპზე, მკურნალობას 1,202 მოქალაქე გადის, მათ შორის 1, 093 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდსასტუმროში, ხოლო 82 იმყოფება კოვიდკლინიკაში.

კორონავირუსი ჯამში 272- მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 10.
თვითიზოლაციაში 2,265 პირი იმყოფება,
თვითიზოლაციიდან 133 მოიხსნა.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე ზონაში 109 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები