თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ლოკაციებზე ეზოების მოწყობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 706 502 ლარით ფინანსდება.

პროექტის მეორე ეტაპი 2021 წელს დაიწყება და დავით აღმაშენებლისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩებზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია განხორციელდება. ჯამში, ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 3 304 037 ლარი დაიხარჯება. ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,როუდ სოლუშენს” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები