ირაკლი ქადაგიშვილი: ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მეორე ტური ჩატარდეს და ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ გვაქვს მოპოვებული საბოლოოდ განვამტკიცოთ

კახეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა მეორე ტურისთვის  მზადება უკვე დაიწყო.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა. ირაკლი ქადაგიშვილის მხარდასაჭერად ადგილობრივები მზაობას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურში გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს.

“ჩვენ მეორე ტურისთვის სრული სამუშაო ვითარება გვაქვს. მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. ამჯერად, პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს ვხვდები. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიული საარჩევნო აქტივი აქტიურად მუშაობს, რომ 21 ნოემბერს მეორე ტური ჩატარდეს და ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ გვაქვს მოპოვებული საბოლოოდ განვამტკიცოთ”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები