რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.