ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა. გალინა ბებო ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, გალინა ბებო თავს კარგად გრძნობს და ის საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება.
“102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. მას კლინიკიდან ხვალ გავწერთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 10 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც”, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძე.
ცნობისთვის, იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.