იმერეთში კორონავირუსით 73 წლის პაციენტი გარდაიცვალა

იმერეთში კორონავირუსით
73 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ასაკოვანი ქალი თერჯოლის კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის დირეკტორის დავით სარიშვილის თქმით, 73 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსით მათთან შვიდ ნოემბერს ხონში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გადაიყვანეს. პაციენტი დაწესებულებიდან ჯერ ხონის კლინიკაში, შემდეგ კი თერჯოლაში შეიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ქალს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 513 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები