“შევძელით და ბავშვებს შევაყვარეთ ცეკვა” – გაიცანით 22 წლის ქორეოგრაფები რუსთავიდან

ყველაზე მთავარი, რაც აღმოვაჩინეთ ჩვენს თავში ის არის, რომ შევძელით და ბავშვებს შევაყვარეთ ცეკვა- „რეგიონული კვირა“ ახალგაზრდა ქორეოგრაფებს გაგაცნობთ.

22 წლის ნინო კორძაია და გაგი თხელიძე რუსთავში ყველაზე ახალგაზრდა ქორეოგრაფები არიან. 1 წლის წინ სტუდია „არტადონი“ შექმნეს და მას შემდეგ, მთლიანად გადაეშვნენ ხელოვნებისა და ცეკვის სამყაროში.

ნინო და გაგი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ყვებიან, რომ ერთმანეთი 6 წლის ასაკში გაიცნეს და დღემდე ერთად ცეკვავენ.

„სტუდიის შექმნის იდეა ამ საქმის სიყვარულიდან წამოვიდა. გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც, რაც იმ მომენტში არ გვქონდა და უფრო მეტი შეგვექმნა ამ სფეროში. ის სიყვარული, რაც ცეკვის მიმართ გვაქვს გვვინდოდა ბავშვებისთვისაც გადმოგვეცა. 16 წელია, რაც ვცეკვავთ დიდი დროა არაა იმიტომ, რომ ხელოვნების სფეროა და წლებით ვერ განვსაზღვრავთ იმიტომ, რომ სისტემატიურად ჩვენც ვსწავლობთ და ნელ-ნელა ვითარდება ყველაფერი“, – გვიყვება ნინო.

სტუდია „არტადონი“ ქართული ცეკვის განვითარებისთვის შეიქმნა. ახალგაზრდა ქორეოგრაფების მიზანია, ქართული ცეკვის ისტორიაში რაღაც ახალი თქვან, შემოიტანონ სიახლეები და უფრო მრავალფეროვანი გახადონ, უფრო მეტად განავითარონ ის.

„ როგორც ქართულ ანბანს სწავლობენ ბავშვები და მერე გადადიან წერა კითხვაზე ჩვენც ასე გვინდა. თავდაპირველად ჩვენც სწორედ ასე გვინდა შევასწავლოთ ბავშვებს ქართული ცეკვა, ბავშვებმა მიიღონ სხვადასხვა ინსპირაცია და შემდეგ დავამატოთ სიახლეები, მაგალითად ბალეტი და გვინდა ბავშვებმა მიიღონ ახალი მუსიკა და შეიქმნას ახალი ინსპირაციები ამ ეტაპზე ესაა ჩვენი მიზანი“, – ამბობს გაგი.

პაანდემიის გამო 7 თვით სტუდია დაიხურა, თუმცა ბავშვები და ქორეოგრაფებიც ახალი ძალებით და სიხარულით დაუბრუნდნენ ცეკვას და ყოველ დღე ქმნიან რაღაც ახალს, რაც სტუდიის გახსნის დღიდან ჰქონდათ გეგმაში.

 

მარიამ გიორგაშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები