აჭრაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა
448 დაინფიცირებული და 10 გარდაცვლილი- ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა აჭარაში. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფიცირებულები ბათუმის კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში არიან გადაყვანილები. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
რეგიონის კლინიკებში 789 მოქალაქე მკურნალობს. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 101 პაციენტი.
აჭარაში კოვიდ-სასტუმროში რჩება 1 583 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეში 1 266 პირი.