მაჟორიტარის საჩუქარი ცაგერის სურათების გალერეას
ცაგერის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის სურათების გალერეას ამბროლაურის , ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე ესტუმრა და რაჭველი მხატვრის რუსუდან ქევანაშვილის ნახატი საჩუქრად გადასცა.
„ცაგერის ისტორიული მუზეუმის სურატებია გალერეა მუნიციპალიტეტში ერთერთი მნიშვნელოვანი კულტურის კერაა, სადაც ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის,თოიძისა და ავთო ვარაზის ორიგინალური ნამუშევრებია გამოფენილი. მე დღეს მქონდა პატივი, რომ ამ უნიკალური ნამუშევრებისთვის კიდევ ერთი საინტერესო მხატვრის , რუსუდან ქევანაშვილის ნამუშევარი შემემატებინა“-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
მაჟორიტართან ერთად სურათების გალერეა ადგილობრივმა და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.