ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია.

გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ხელოვნურსაფრიანი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ღირებულება 136 000 ლარია.                                          

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბიძინა იმნაიშვილმა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები