წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა

წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა. ათეული წლის განმავლობაში, გამწმენდი ნაგებობის არარსებობის გამო, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა.

წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა. წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით, განახორციელა. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებოთ 9 მილიონ ლარამდე დაიზარჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები