რუსთავში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსთავში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 5 შემთხვევა კლინიკა “რუსთავის” ცხელების ზონაში, 12 კი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ქვემო ქართლს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 191 შემთხვევა დაფიქსირდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა.