სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 95 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში რეგიონში COVID 19-ის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 911 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 033 – თბილისში, 517 – იმერეთში, ხოლო 502 – აჭარაში გამოვლინდა. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1035 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილია – 9.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები