სოფლის მეურნეობის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას სამინისტრო ადასტურებს.
“მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ”, – განაცხადეს უწყებაში.