აჭარაში კორონავირუსით 502 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პაციენტები გადაყვანილები არიან კოვიდ სასტუმროებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
აჭარაში კოვიდ საავადმყოფოებში 801 ადამიანი მკურნალობს. აქედან 103 მდგომარეობა მძიმეა.