ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი გარდაიცვალა.
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტს – ის ოზურგეთის „მედალფას“ სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა. გარდაცვლილი დაბა ნარუჯის მკვიდრი 62 წლის ქალია.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურია და კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებს არ ემსახურება. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი პასუხის შემდეგ, ის ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” უნდა გადაეყვანათ, თუმცა მისი მდგომარეობა უცბათ დამძიმდა და თრომბო ემბოლიით გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის განმარტებით,
პაციენტს თანმხლები დაავადება, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
მთლიანად ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ანტი რეკორდი – 3120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.