ქუთაისში კოვიდინფიცირებული 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსული ინფექციით ქუთაისში 64 წლის პაციენტი გარდაიცვალა. მამაკაცი “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 26 ოქტომბერს შეიყვანა.
პაციენტს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. კერძოდ, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონით გამოწვეული გართულებები.
“სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა. პაციენტის გადარჩენა თანმდევი მძიმე დაავადებებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღე მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ამ დროისთვის კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 120 პაციენტი გადის. ორი თვის განმავლობაში კლინიკიდან 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა”,-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.