კოვიდინფიცირებული, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
კოვიდინფიცირებული, რომელიც გუშინ, ბათუმის ,,რესპუბლიკური საავადმუოფოდან” გადმოვარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უდასტურებენ. შემთხვევა გუშინ 7 საათზე მოხდა.
“73 წლის პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. იყო ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავადაც მეთვალყურეობდა.
შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს, პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- აცხადებენ უწყებაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.