58-ე საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა – პარალელურად მიმდინარეობდა აქცია

ხმაური იყო წყალტუბში #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქცია გამართეს. ისინი წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შემაჯამებელი ოქმების დაწერის პროცესს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, შემაჯამებელი ოქმები არ უნდა დაიწეროს.
№58 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მისი თქმით, კომისია ოქმებში ცვლილებებს არ წერს.
“ოქმების ჩასწორებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენ ოქმებს არ ვეხებით, მხოლოდ განკარგულებაში ვწერთ, თუ რომელ ოქმში რა ციფრი შეიცვალა.
რვა უბანზე დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, როდესაც მივიდა ამომრჩეველი, მხოლოდ პროპორციულს მისცა ხმა, საუბნო კომისიამ მიიჩნია, რომ მაჟორიტარზე ნაკლები ხმა დაფიქსირდა, რაც არის ტექნიკური შეცდომა. ამომრჩეველთა რაოდენობა ორივე ოქმში უნდა ჩაწერილიყო ერთი და იგივე ციფრი. შემთხვევა იყო ასეთი, მაჟორიტარს ვინც არ აძლევდა ხმას, ვინც არ იყო წყალტუბოს ამომრჩეველი ამ შემთხვევაში იფიქრეს, რომ ამომრჩეველთა რაოდენობაც იმ ციფრით შეეტანათ. ეს იყო ტექნიკური შეცდომა ოქმებში, დავიბარე მდივნები მოხდა ახსნა-განმარტება მათ მიერ, თუ რატომ მოხდა ეს შეცდომა. შემდგომ საოლქო კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და ახსნა- განმარტების საფუძველზე, ოქმი რომ დაბალანსდეს ეს რაოდენობა უნდა გასწორდეს კომისიის მიერ”,-განაცხადა ნიჟარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები