ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. შენგელიამ ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს შენგელია.
დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.