თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ოპოზიციის მხრიდან სხდომის დატოვება დადგმული სპექტაკლია და მათ ცალსახად დაარღვიეს კანონი

თელავის #17 საოლქო- საარჩევნო კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა.
სხდომის დატოვების მიზეზად მათ, თელავი-ახმეტა- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის არაობიექტურობა დაასახელეს.
“ნაციონალური მოძრაობიდან”, კომისის წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ის გაყალბებულია.

ოქმის ობიექტურობა ეჭვქვეშ “ევროპული საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმაც დააყენეს, რასაც არ ეთანხმება საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. რეზო გაიპარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მათ ამგვარი გადაწყვეტილებით ცალსახად დაარღვიეს კანონი.

“კანონი ავალდებულებს კომისიის წევრებს, რომ შემაჯამებელ ოქმს ხელი უნდა მოაწერონ და თუ განსხვავებული აზრი აქვთ, დაურთონ ოქმს. ოლქში 150 უბანი გვქონდა და მათგან წარდგენილმა კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ოქმებს, რა გამოდის, რომ თავის წარმომადგებლებს უნდობლობა გამოუცხადეს?! ეს იყო დადგმული სპექტაკლი და მათ ცალსახად დაარღვიეს კანონი”,- განაცხადა რეზო გაიპარაშვილმა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში , ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. მაჟორიტარულ ნაწილში კი ამავე ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც გამარჯვებისთვის “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები