ანა ილურიძე: მე-13 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა “ქართული ოცნების” კანდიდატმა
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღება აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს. მათ უარი განაცხადეს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე.
როგორც “რეგიონულ კვირას” N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანი ილურიძემ განუცხადა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებმა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩაიარა.
მისი თქმით “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 51.19 % მიიღო და გაიმარჯვა.
“ჩვენი დღის წესრიგი მოიცავდა ორ ნაწილს, ორ საკითხს განვიხილავდით. პირველი საკითხი იყო დარჩენილი განცხადება-საჩივრების განხილვა და მივიღეთ შესაბამისი გადსაწყვეტილებები, შემდეგ შევადგინეთ შესაბამისი ოქმები როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული და შესაბამისად, მე-13 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაურ დარგალმა. მან 51.19% დააგროვა და შესაბამისად მეორე ტური მარნეულში არ გვექნება”, – თქვა ანა ილურიძემ.