სოფელ პატარძეულში #2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, #2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კეთილმოეწყო ბაღის ეზო და  შეიცვალა მესერი. პროექტის ღირებულებამ ჯამში 438 020 ლარი შეადგინა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია – შპს ” ბანი 2007″- მა შეასრულა.
კიდევ ერთი ახლადრეაბილიტირებული შენობა შეემატა 2020 წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები