ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურით დაიწყო. პროტესტის ნიშნად სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,“ ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ წევრებმა დატოვეს.

#60 საარჩევნო ოლქში შემაჯამებელ სხდომაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იმსჯელეს.
შემაჯამებელ ოქმებს, პროპორციულისა და მაჟორიტარულის საბოლოო შედეგენს ხელი კომისიის რვა წევრმა მოაწერა და არსებული მონაცემებით, გურიაში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.

ცნობისთვის, კომისიის ერთი წევრი კოვიდინფიცირებულია და სხდომას არ ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები