ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ არჩევნები პირველ ტურში წააგო და მეორე ტურშიც მათი წაგება გარდაუვალია

” ქართული ოცნების” თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება დააანონსა და სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია მეორე ტურშიც დამარცხდება.
მისი თქმით, რადიკალების პროტესტი, რომ არჩევნები გაყალბებულია, სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე ტური, ისევე როგორც პირველი, წესების სრული დაცვით ჩატარდება.

” მათი ეს დამოკიდებულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, მათ წააგეს არჩევნები პირველ ტურში და მეორე ტურშიც მათი დამარცხება გარდაუვალია. როდესაც მათ ეს სურათი არჩევნების დღის ბოლოს დაინახეს, დაიწყეს სწორედ ამ მესიჯის აქტიური კულტივირება “,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან, საპროტესტო აქციებით ისინი არჩევნებში დამარცხებას, გაყალბებით ამართლებენ.

” სადმე, რომელიმე უბანზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ეს არის დამარცხებული ოპოზიციის ერთადერთი გზა, რომ დააბრალოს დამარცხება გაყალბებას.მაგრამ ამას ჭირდება არგუმენტი , რომელიც მათ არ გააჩნიათ”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავორუსი არჩევნებამდე დაუდასტურდა და ის მედიასთან არჩევნების შემდეგ პირველად გამოჩნდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები