ზემლეთში გარე განათების ქსელი მოეწყო
ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გარე განათების ქსელი მოეწყო. პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. დასრულებული სამუშაოები, მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებმა კომისიის წევრებმა დაათვალიერეს. მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 680 000 ლარის 80-მდე პროექტი განხორციელდება. პროექტების უმეტეს ნაწილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.