სამცხე-ჯავახეთში „საქმიანი ეზოს“ მოწყობა სრულდება
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, „საქმიანი ეზო“ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანში გახსნა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში.
სატყეო სააგენტოს განცხადებით იცვლება ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო თავად უზრუნველყოფს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასბდა დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.
ცნობისთის, „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.