ციალა შავაძე: 79-ე ოლქის კომისიამ ოქმების შემაჯამებელი პროცედურა დასრულდა, ლიდერობს ,,ქართული ოცნება“

ბათუმის 79 ოლქში შემაჯამებელი ოქმების პროცედურა დასრულდა. როგორც უწყებაში განაცხადეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს.
სხდომა ორმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კენჭისყრაში მონაწილეობა კომისიის 10-მა წევრმა მიიღო. ისინი უნდობლობას უცხადებენ საარჩევნო კომისიას.
,,დღეს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომელიც კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე განიხილეს. ოქმს ხელი მოაწერა კომისისს10-მა წევრმა. ორმა კი სხდომა დატოვა. იყო ტექნიკური, უნებლიე შეცდომები რაც გამოსწორდა. საერთო ჯამში 117 საჩივარი იყო შემოსული, აქედან რამდენიმე მათგანი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მეორე ტურთან დაკვშირებით მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება როგორც საპარლამენტო ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების. კენჭს იყრიან მეორე ტურში რესან კონცელიძე და ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში კი ტიტე აროშიძე და გიორგი კირთაძე. პარტიებიდან ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს“, -განაცხადა 79 ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ.

პარალელურ რეჟიმში საოლქოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. ოპოზიციის წარმომადგენლები შედეგების შეჯამებას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები