ზუგდიდის 67-ე საოქლოს დასკვნითი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა შემაჯამებელი ოქმი, როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტრულ ნაწილში. მაჟორიტარული წესით გვაქვს მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს ანუ 21 ნოემბერს, – ამის შესახებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზუგდიდის #67 საოლქო კომისიასთან შემაჯამებელი ოქმის შედგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ვადამდელ საპალამენტო არჩევნებს ითხოვენ, რადგან მათი თქმით, 2020 წლის არჩევნები ხელისუფლებამ “მოიპარა”.
ოპოზიციის ბრალდებებს საოლქოს თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა უპასუხა, მისი განცხადებით, ოპოზიციას არ ჰქონია საჩივრები. ძირითადი დარღვევები კენჭისყრის დღეს პროცედურულ საკითხებს უკავშირდებოდა.
“ოპოზიციას საჩივრები არ ჰქონია, სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სულ 65 საჩივარი იყო რეგისტრირებული, კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეებში. აქედან 48 განუხილველი დარჩა, რაც შეეხება სხდომებზე საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. სულ ორი სხდომა ჩატარდა, 11 საჩივარი განვიხილეთ. 6 პირველ სხდომაზე და 5 მეორე სხდომაზე. აქედან ერთი დაკმაყოფილდა სრულად, ორი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 8 არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება გასაჩივრებას, გაასაჩივრა “სამართლიანმა არჩევნებმა” ბესელიას წარმომადგენელმა და ასევე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა. რაიონულმა სასამართლომ ჩვენი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორ საჩივართან დაკავშირებით გასაჩივრდა სააპელაციოში, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში”, – განაცხადა მესხმა.
რაც შეეხება ბათილი ბიულეტენების სტატისტიკას, მესხის განმარტებით წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით მინიმალურია სხვაობა.
“რაც შეეხება აქციას, ეს მათი ნებაა მათი უფლებაა, გამოხატონ თავიანთი ნება. ჩემი ოლქის მასშტაბით ხელმისაწვდიმია ყველა ოქმი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე. არც ერთ ოქმს არ ერთვის განსხვავებული აზრი. ყველა შემადგებლობას საარჩევნო-საუბნო კომისიებისა, ყველა აწერს ხელს ყველა უბანზე, სადაც იყო 11 კაცის შემადგებლობით 11 კაცი აწერს ხელს, ვინაიდან გვქონდა შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულები ჩაეხსნა ზოგიერ საარჩევნო-საუბნო კომისიის შემადგენლობას, ამიტომაც გვაქვს 11 კაციანი ხელმოწერა. დანარჩენი არავის, არანაირი პრეტენზია არ გააჩნია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ხმის დათვლის პროცედურებან დაკავშირებით. რაც განვიხილეთ ეს იყო, კენჭისყრის დღეს პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც არ იქონია გავლენა კენჭისყრის შედეგებზე. #89 უბანი, ყველასთვის ცნობილი, ყურადსაღები იყო, სადაც მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენით ხმის მიცემის პროცედურა, 39 ადამიანს ჰქონდა მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენი და ზუსტად, 39 ნაკლებობა არის პროპორციულ ნაწილში ამ კონკრეტულ უბანზე ამ შემაჯამებელ ოქმებში. დანარჩენი ხარვეზი შემაჯამებელ ოქმებთან ჩვენ არ გვაქვს. 16 შესწორების ოქმია მხოლოდ, დანარჩენი აბოსლუტურად წესრიგშია”, – განაცხადა მირანდა მესხმა.