ონსა და ცაგერში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს ცაგერის მუნიციპალიტეტში ვირუსი 12 ადამიანს დაუდასტურდა.
„დადასტურებული შემთხვევებიდან 6 პიროვნება თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ამიტომ ახალი კონტაქტები შედარებით ნაკლები გვექნება“, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
რაც შეეხება ონს, აქ 2 ახალი შემთხვევა სოფელ ლაჩთაში დადასტურდა. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმზღვანელის ნატო დვალის ინფორმაციით, ონში კორონავირუსისგან 12 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, თვითიზოლაციაში კი 115 პირი რჩება.