ამირან გიორგაძე ლაშა ქველაძის ბრალდებებზე: თუ სახლში მივეჭერი იმდენი ვერ მოიფიქრეს, რომ ტელეფონით დაეფიქსირებინათ?

მარნეულის საკრებულოს თავჯდომარე ენმ-ს მარნეულის ორგანიზაციის წევრის ბრალდებებს ეხმაურება და  “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ არა თუ ღამით, არამედ საერთოდ არ ყოფილა სოფელ საიმერლოში.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ნაცმოძრაობის” აქტივისტები მისი და “ქართული ოცნების” წევრების მიმართ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.

„რამდენჯერ შეიძლება ადამიანს დააბრალონ ერთი და იგივე. მსგავსი არაფერი მომხდარა. ადამიანმა ასე როგორ უნდა დაკარგოს ნამუსი, რომ ასეთი რამე დააბრალო, როდესაც საერთოდ არ მინახავს გუშინ მე ეგენი. საიდან მოიგონეს? შემადინ ბოჭოიძის სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ”, – თქვა ამირან გიორგაძემ.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა ქველაძის თქმით, მას და მის ოჯახს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ღამის საათებში, სოფელ საიმერლოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები