გორის საოლქო სარჩევნო კომისიამ, მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქში საბოლო შედეგები შეაჯამა
გორის საოლქო სარჩევნო კომისიამ, მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქში საბოლო შედეგები შეაჯამა. გამარჯვებუილად “ქართული ოცნება დემოკრატიული საქარტველოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გამოცხადა. შემაჯამებელი ოქმის შედგენა, საოლქოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლებმა გამართეს. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ ხალხის არჩევანის მოპარვას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამრთალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟი.