76 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვალება – ეპიდვითარება გურიაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პირი კი გარდაიცვალა.
ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში დაფიქსირებულ შემთხვევათა ანტირეკორდია.
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტს – ის ოზურგეთის „მედალფას“ სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა. გარდაცვლილი დაბა ნარუჯის მკვიდრი 62 წლის ქალია.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურია და კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებს არ ემსახურება. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი პასუხის შემდეგ, ის ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” უნდა გადაეყვანათ, თუმცა მისი მდგომარეობა უცბათ დამძიმდა და თრომბო ემბოლიით გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის განმარტებით,
პაციენტს თანმხლები დაავადება, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 911 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს. დღესვე ქვეყანაში გარდაცვალების ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 45 კოვიდინფიცირებული.