გასულ 24 საათში კახეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალებულთა როცხვი 8-მდე გაიზარდა.
რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლია კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მედიას განუცხადა.
“კახეთში დღეის მდგომარეობით გვაქვს გარდაცვალების 8 შემთხვევა, თელავში -2, გურჯაანში -2, ყვარელში -1, საგარეჯოში -1, სიღნაღში -1 და ლაგოდეხში -1. რაც შეეხება, დამატებით ინფორმაციას, დღის განმავლობაში მოგაწვდით”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 პირი.