სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 2911 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 45.