“თერჯოლამედში” კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით იმერეთში. პაციენტი კლინიკა “თერჯოლამედში” მკურნალობდა.

კლინიკის დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცი კლინიკაში 5 ნოემბერს შეიყვანეს. მას კოორნავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. სარიშვილის თქმით, გარდაცვლილს რამდენჯერმე ინსულტი ჰქონდა გადატანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან იყო შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები