ქუთაისში, მამია ასათიანის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება
ქუთაისში გრძელდება საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება მამია ასათიანის ქუჩასაც. გზის ამ მონაკვეთზე გაკეთდა ახალი სანიაღვრეები, მოეწყო ტროტუარები, იგება ასფალტის საფარი. სამუშაო პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მოინახულა.
„მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული ტიპის შეზღუდვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით“ – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული ფირმა „გზამშენი 21“ ასრულებს, რისთვისაც 325 000 ლარია გამოყოფილი.