კახეთში, ხვალიდან მეორე კოვიდკლინიკა დაიწყებს ფუნქციონირებას. თელავის ცენტრალური საავამყოფო 70 საწოლზეა გათლილი, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა, მათ შორის უკვე დამონტაჟებულია ხელოვნული სუნთქვის აპარატები.
აღნიშნულ საკითხე სპეციალურ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კოვიდკლინიკების გარდა, თელავის მუნიციპალიტეტში მეორე კოვიდსასტუმრო გაიხსნა, სადაც ექიმთან ერთად მოქალაქეებს გადამზადებული კადრი მოემსახურება. დაინფიცირებულთა ზრდის ფონზე შიოშვილი მოქალალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და არსებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“პირველ რიგში გეტყვით, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს. რეგიონში სპეციალური აპარატურით და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულია ორი საავადმყოფო, რომელიც კოვიდკლინიკის სტატუსს შეიჩენს და სადაც ხვალიდან კოვიდდაინფიცირებულების გადაყვანა და მათი მკურნალობა მოხდება.”- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
თელავის გარდა, კოვიდკლინიკა რამდენიმე დღეა პაციენტებს უკვე ემსახურება ლაგოდეხში. “არქიმედეს” საავადმყოფო 30 საწოლზეა გათვლილი.
ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.