ანი წითლაძე გრიგოლ ვაშაძეს: პარლამენტში კი არა სახლში ვერ დაჯდებით მშვიდად

ოპოზიციაში შიდა დაპირსპირება უკვე არამხოლოდ პარტიებს შორის არამედ კონკრეტულ პარტიის შიდა წრეებშიც შეინიშნება. ამჯერად ერთმანეთს “ნაცმოძრაობის” ლიდერებიც დაუპირისპირდნენ. ანი წითლაძემ გრიგოლ ვაშაძეს სოციალური ქსელით მიმართა.

“მე კორექტულად ვარ, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, Gregory Vashadze – ფეხებზე მკიდია რა განცხადება გააკეთეთ ან რა მიზეზი გქონდათ. პარლამენტში კი არა სახლში ვერ დაჯდებით მშვიდად”,- წერს წითლაძე.

შეგახსენებთ, ენმ-ს ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასულიყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები